რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) ტრაპზონში ავარიის დროს საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავ ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე - სეზონურად მომუშავე მუშები გადაჰყავდა.

ავარიის მიზეზად ორი ვერსია სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი მობილურზე საუბრობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გადაბრუნდა, ხოლო მეორე ვერსიით - მას ჩაეძინა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია მიკროავტობუსის მძღოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×