რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) პანკისში ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. კითხვები 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს, როდესაც ის სუს-ის წინ თავის აფეთქების შესახებ საუბრობდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და სუს-ის წინ თავის აფეთქების რეალური განზრახვა არ ჰქონია.

„აქ არანაირი დანაშაულის მხრივ არაფერი არ იკვეთება. რაც გავაკეთე განცხადება ის იყო ემოციის ფონზე. მე არც მიფიქრია, არც მქონია გულში. ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვაც იტყოდა უფრო გაცილებით მეტს იტყოდა," - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×