(რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ სამხედრო სწავლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სწავლება რუსეთის მხდირან კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საკუთარი სამხედრო ძალების დემონსტიტება მოახდინოს.
„ეს სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მსგავს ქმედებაზე მყისიერი რეაგირება ხდება და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია დაუყოვნებლის მიეწოდება.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების, უკანონო მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების საკითხს ასევე მუდმივად ვაყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ რუსეთის ფედერაცია მსგავსი ქმედებებით ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.