(რეზონანსი) ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, თურქეთი ამერიკული ელექტრონული პროდუქციისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს.
„ამერიკა ეკონომიკური თვალსაზრისით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და ევროპასაც კი ესხმის თავს. კანადასაც კი გადასწვდნენ. თუმცა, ჩვენს წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს. ჩვენ ამერიკული ელექტრონული ტექნიკის ბოიკოტირებას ვაპირებთ. ამერიკას iPhone აქვს, თუმცა Samsung-იც ხომ არსებობს", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კაშირშია ბრალდებული.