რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მთავრობას მოუწოდებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცენ. ანალოგიური მოთხოვნით მოსახლეობამ ხელმოწერები უკვე შეაგროვა.

ისინი თბილისის მერიასა და საკრებულოს დიღმის ტყე-პარკის ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას ითხოვენ.

მოთხოვნას დედაქალაქის მერი კახი კალაძე გამოეხმურა, რომელმაც დიღმის ტყე-პარკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის" ბინძურ კამპანიად შეაფასა.

მისი თქმით, პარკის ტერიტორიაზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ იგეგმება.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წამოწყებული კამპანია. თუმცა ჩვენ საზოგადოების მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. ამაზე მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. გარანტორი ვიქნები, რომ დიღმის ტყე-პარკში არანაირი შენობა-ნაგებობა არ და ვერ განთავსდება და არც ერთი პროექტი ან განხორციელდება. რაც შეეხება „კია მოტორსის" ადგილზე განსახორციელებელ პროექტს, დიღმის ტყე-პარკთან ამ ტერიტორიას არანაირი კავშირი აქვს. ეს მხოლოდ მომიჯნავე ტერიტორიაა, არის კერძო საკუთრება, რომელსაც 2011 წელს მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი საქმიანი ზონის სტატუსი, ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, ადგილზე ახლა არსებული „კიას ცენტრის" ნაცვლად, საზოგადოებრივი ცენტრი გაკეთდება, რომელშიც იქნება ბევრი საინტერესო სივრცე, მათ შორის საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და სხვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×