რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს.

„სასაცილოც აღარაა ელისო კილაძის ბრალდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. ერთი ჭკვიანი ჟურნალისტი არ აღმოჩნდა, რომ ამ ავყია ცრუპენტელა ქალისთვის კითხვა დაესვა, თუ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გერმანიის ფედერალური პოლიცია შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა, ჩვენ გვყოლია თუ გვყოლია სუს-ი, ბრავო მაშინ, რომ ფედერალური პოლიციის გაბითურება შეძლებია. ანუ რა გამოდის? ისევ გაფარჩაკდა ელიკო და ასევე დაღუპა ის საცოდავი შვილმკვდარი მამები, მაჩალიკაშვილი და სარალიძე. ამას როცა მიხვდებიან ის უბედურები, გვიან იქნება. რა მასალები მიგაქვს პროკურატურაშიო ჰკითხეს ცრუპენტელა ჟურნალისტს და ბილეთები და სასტუმროს ჯავშანიო. ავყირავდი, ხოდა ამაზე დაწყებულა თურმე მოკვლევა. უტიფარს პირში აფურთხებდნენ და რა თბილი წვიმა მოდიოსო, ელიკოზეა ნათქვამი", - წერს ჯღარკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×