(რეზონანსი) მმართველ პარტას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ უნდა ჰყოლოდა.
„პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას არ უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ანუ პარტია თავისი კანდიდატით არ უნდა წარმდგარიყო არჩევნებში. ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ეს. ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ილუზია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი პარტიული ლიდერი, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ილუზია, პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოვისმინეთ კონტრარგუმენტები, თუმცა არგუმენტი, რომელიც წარმოადგინა პარტიის თავმჯდომარემ, არის ძალიან ძლიერი. მეც ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, თუ პარტია წარადგენს თავის კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატის გარეშე ჩავერთოთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ვფიქრობ, რომ არის სწორი", - განაცხადა კობახიძემ „იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.