რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი იქნება.

როგორც თვალჭრელიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საკრალური შეცდომა დაუშვა, როცა 2008 წლის ომის გაჩაღება მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

„თითქოს არ წაეკითხოს პუტინის ინტერვიუ, რომ რუსეთი ომისთვის უკვე 2006 წლიდან ემზადებოდა. სხვათაშორის, ეს რეალობა ხელს აცლის სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის ძირითად პათოსს: რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა მისი დამსახურება არ ყოფილა, რუსეთი საქართველოში თავისი ბაზების არსებობის შემთხვევაში ომს ვერ გააჩაღებდა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი მოგებული კი არა, მოტყუებული დაბრუნდა მოსკოვიდან. ასეთ ვითარებაში მეეჭვება, რომ „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ეს დასასრულის დასაწყისი იქნება", - განაცხადა თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×