(რეზონანსი) იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა ათობით ადამიანი.
ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ჩანგრევის შედეგად ხიდიდან ავტომობილები გადაცვივდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა სახელდება.
აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში აშენედა. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.