რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მისი დაკითხვა სუს-ში 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც მან განაცხადა, შეკითხვები ძირითადად იმ განცხადებას შეეხებოდა, რომელიც მან 31 მაისს გააკეთა.

"კონკრეტული კითხვა იყო, რას ვგულისხმობდი იმ განცხადებაში აქციაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს მე ეს უკვე არ მახსოვდა. თუ დასჭირდებათ კიდევ ჩემი დაკითხვა, ალბათ შემატყობინებენ. რატომ დამიბარეს განცხადების გაკეთებიდან სამ თვეში, ეს უნდა განსაჯოს ხალხმა, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. მე ეს კითხვა გამომძიებლებისთვის არ დამისვამს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, დააკავებენ თუ არა.

„ჩემს წინააღმდეგ ყველანაირი უსამართლობა ხდება. თემირლანის მკვლელობის, იმ ტერაქტის დღიდან არის უსამართლო დევნა. თუ დამაკავებენ, დამაკავონ. ჩემთვის ციხეც ჯოჯოხეთია და გარეთაც ჯოჯოხეთია, რა მნიშვნელობა აქვს დამაკავებენ თუ არა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაშალიკაშილმა 31 მაისს რუსთაველზე მიმდინარე აქცაზე განაცხადა, რომ სუს-ში მისვლას და თავის აფეთქებას აპირებდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×