რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1972 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბ.მ.-ს მიერ გაყიდული ერთი შეკვრა „ჰეროინი". სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სათავსოს ჩხრეკისას კი 3 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. ამასთან, დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×