რეზონანსი
14.08.2018

 (რეზონანსი) მოსკოვში მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის" კოორდინატორი, რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი დააკავეს.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ის განყოფილებაში პროტოკოლის შესადგენად გადაიყვანეს მიტინგის გამო, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით გაიმართა.

28 ივლისს მოსკოვში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი სწორედ მოძრაობა „მემარცხენე ფრონტი" იყო.

გამართულ აქციაზე, სხვადასხვა მონაცემებით, 6,5-დან 12 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×