რეზონანსი
14.08.2018

 ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. თუ სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს. 

„ამ კითხვაზე პასუხი არც მე მაქვს და არც სხვას. შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ მიზეზებზე, თუ რატომ უფასურდება ლარი. ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც თურქეთსა და რუსეთში მიმდინარეობს. აქაც არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება და მოლოდინი უბიძგებს ადამიანებს, რომ მოიშორონ ლარი. როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი დამოკიდებულია ამ ქვეყნებში როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად, აქ როდის ჩათვლიან ადამიანები და დააფიქსირებენ თავიანთ ცნობიერებაში, რომ ეს არის ზედა ჭერი, რომლის იქითაც ლარი აღარ გაუფასურდება. ყველა ფიქრობს, რომ კურსის ვარდნა სადღაც უნდა გაჩერდეს და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ზედა ჭერი რა არის, ეგ არავინ იცის“, - განაცხადა ცომაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×