რეზონანსი
14.08.2018

 იტალიის ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Rebubblica ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 14 ადამიანი, მათ შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. 10 ადამიანი ჯერჯერობით დაკარგულად მიიჩნევა. 

მანამდე, ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ედუარდო რიკსმა განაცხადა, რომ იტალიის ქალაქ გენუაში სატრანსპორტი ხიდის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა.

Repubblica წერს, რომ დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×