რეზონანსი
14.08.2018

 თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის, დეპუტატ თამაზ შოშიაშვილის სახლში 2002 წელს დაბადებული ბიჭი დაიჭრა. როგორც “მარშალპრესს” ექსკლუზიურად განუცხადეს, ბინაზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე დახვდათ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრილი მოქალაქე ლ. ს, რომელიც ამ დროისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილია ქალაქის რეგიონალურ საავადმყოფოში.

თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, პისტოლეტი რომლითაც ახალგაზრდა დაშავდა, მას ეკუთვნის. აღნიშნული იარაღი ლ.ს-ს თამაშის დროს შემთხვევით გაუვარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×