პროფესორი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივია, რადგან საქართველოს არ აქვს განვითარებული საექსპორტო პოტენციალი.
"როდესაც მხოლოდ იმპორტზე ხარ დამოკიდებული, შენი ვალუტა ძალიან დაუცველია. როცა შენს მეზობელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელიც შენი სავაჭრო პარტნიორია და იქ ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ის გადმოეცემა ლარსაც.
დონალდ ტრამპის მიერ გატარებულმა მკაცრმა ზომებმა, ეკონომიკურმა სანქციებმა თურქეთის მიმართ თურქეთში გამოიწვია გარკვეული პანიკა. რის გამოც ლირამ ვარდნა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ უნდათ რომ ის თავიდან მოიცილონ, ანუ გაიტანოს პროდუქცია და გაყიდოს და მიიღოს დოლარი. ბუნებრივია, როდესაც ჩვენთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, თურქეთიდან შემოვა პროდუქცია, რომ რაც შეიძლება მეტი დოლარი გავიდეს საქართველოდან თურქეთში. ამ შემთხვევვაში საქართველოში დოლარის მასა მცირდება. ეს აისახება ლარის კურსზე.
კიდევ ერთი მომენტი, ლარის გაუფასურების გამო, თურქეთში ჩვენი თანამემამულეები დოლარში უფრო მცირე თანხას გამოიმუშავებენ და იქიდან გადმორიცხული თანხა მცირდება. ამ მოლოდინის გამოც დაიწყო გაუფასურება ჩვენმა ვალუტამ“, - განუცხადა პაპავამ "აიპრესს".