რეზონანსი
15.08.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. გურამიშვილის გამზირზე ალეკო ჯაჭვლიანს, სავარაუდოდ, სწარაფად მომავალი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ის ფეხით გადაადგილდებოდა.დაშავებული ახალგაზრდას გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

"ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გამარჯობის და მოკითხვის გარეშე გვერდს არ გამივლიდა, კარგი ადამიანი ვიღაც დაუდევარი დამნაშავის გამო ცოცხალი აღარაა! ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. საჭესთან 20 წლის გოგო იჯდა!" - წერს "ექსპრესნიუსის" რედაქტორი, ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულის 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×