რეზონანსი
15.08.2018

 ლგბტ თემის წარმომადგენლები ერევანში პოლიციის მთავარ განყოფილებაში შეიჭრნენ და ორ სამართალდამცველს დაზიანებები მიაყენეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ სომხეთის სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის მონაცემებით, ამ ფაქტს წინ ერთი მოქალაქის თავდასხმა უძღოდა ლგბტ თემის წარმომადგენელზე. პოლიციამ თავდამსხმელი მთავარ განყოფილებაში წაიყვანა.

„როცა ე.წ. დაზარალებულმა მხარემ შეიტყო, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის მთავარ განყოფილებაში იმყოფებოდა, შენობასთან შეიკრიბნენ. მდგომარეობა მაშინ დაიძაბა, როცა იქვე მცხოვრები ადამიანები ქუჩაში ჩხუბით გამოვიდნენ“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

პოლიციელები მათ დამშვიდებას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. „ქალის კაბებში გადაცმული კაცები შევარდნენ განყოფილების შენობაში დაკავებულის მოსაძებნად და მასზე შურის საძიებლად. ორ თანამშრომელს ტრავმა მიაყენეს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განმარტებულია ცნობაში.

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით გროვდება მასალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×