რეზონანსი
15.08.2018

 კობახიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტთან კონსულტაციის გამართვა გადაიფიქრა. კითხვაზე, რა შეიცვალა ერთ დღეში, ვინაიდან უმრავლესობა ჯერ კიდევ გუშინ მზადყოფნას გამოთქვამდა პრეზიდენთან შეხვედრაზე, კობახიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია გარკვეული კომუნიკაციის არსებობის შესახებ, თუმცა დამატებით გაკეთდა განცხადებები, რომლებმაც მიუთითა, რომ პრეზიდენტი შეეცდება პროცესი კინკლაობაში გადაიტანოს.

"მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი. ეს არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. სამივე შემთხვევა ეხებოდა "ნაციონალურ მოძრაობას". ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები ნაცმოძრაობის ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული", – განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×