რეზონანსი
15.08.2018

 "გააჩერეთ მანქანა, ხალხს მინდა მივეფერო", – ასე მიმართა პატრიარქმა თავის დაცვას, რომელიც ცდილობდა, რომ მანქანისთვის, სადაც პატრიარქი იჯდა,  გზა გაეთავისუფლებინა. პატრიარქმა ფანჯარა ჩამოსწია, ხალხის წინ მდგარი დაცვა, რომელიც შინდისელებს მოუწოდებდა მანქანას ჩამოცილებოდნენ  თავისთან მიიხმო და მიმართა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მის გარშემო შეკრებილი ბავშვები და შინდისელი გმირების ოჯახები კიდევ ერთხელ დალოცა.

პატრიარქმა მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ვანიშვილების ოჯახი მოინახულა და მათ საეკლესიო ნივთები და თანხა გადასცა. ილია მეორემ ნიქოზში მშვიდობის პარაკლისი გადაიხადა და მოსახლეობა დალოცა.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიის სოფლებში, ნიქოზსა და ხურვალეთში ჩაბრძანდა და ადგილობივ მოსახლეობას შეხვდა.

"ღმერთმა ინებოს, რომ მალე გამთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს", – ბრძანა პატრიარქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×