რეზონანსი
15.08.2018

 იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ამჟამად, 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 12 - კრიტიკულ მდგომარეობაშია.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრის დანილო ტონინელის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

გუშინ შუადღისას, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რომელიც 1963-67 წლებში ააშენეს. ჩამონგრეული ხიდის სიგრძე დაახლოებით 200 მეტრია. ხიდის სიგრძე 1.1 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 45 მ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×