რეზონანსი
15.08.2018

 საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, რომ ჯანდაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ ე.წ. თურქული პანსიონების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენოს. თავის წერილში იგი შეშფოთებას გამოთქვამს ხულოს რაიონში არალეგალური მუსულმანური პანსიონის მშენებლობის თაობაზე.

„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივმართავ დავით სერგეენკოს და მოვითხოვ (ისევე როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაადგეს პარლამენტის დღის წესრიგში“,- წერს ბიზნესმენი.

„ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლიან იქ ქართველ ბავშვებს?“ - წერს ჩერნოვეცკი.

მისი ვარაუდით, „მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ“.

ლეონიდ ჩერნოვეცკი მზადყოფნას გამოთქვამს აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩაანაცვლოს ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც სახელმწიფო გააკონტროლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×