რეზონანსი
15.08.2018

 "ქართული ოცნების" წევრი, სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი მანანა როსტევანიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„მეგობრებო, გაინტერესებთ რითი დამთავრდა ჩემს მიერ შევსებული ვაკანსიის ბედი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რომელიც ბაღების სააგენტომ ივლისის თვეში გამოაცხადა? მეგონა, გავივლიდი ტესტირებას, გადავიკითხე კანონები, მაგრამ მალე გავიგე, რომ სააგენტომ დირექტორის და მოადგილის თანამდებობაზე გამოცხადებული ტესტირება გააუქმა და როგორც სჩვევია, ვაკანსიები ისევ სამეგობრო წრიდან შეავსო. პედაგოგების უგულებელყოფა ძალადობაა... რატომ ძალადობ ჩემო მთავრობავ ჩემზე? 2012 წელს რომ მოდიოდი და გიჭირდა, ხომ დაგიდექი გვერდით? არ მომიტყუებიხარ და გამარჯვებაც მოგიტანე. 2012 წლიდან "ოცნების" პარტიის წევრი ვარ სკოლამდელი სპეციალისტი უმაღლესი განათლებით, პროფესიული 30-წლიანი გამოცდილებით. მე ხომ კანონიერი გზით ვაპირებდი კონკურსი გასვლას, რატომ დაარღვიეთ ჩემი უფლებები?“ - წერს მანანა როსტევანიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×