რეზონანსი
15.08.2018

 ავტომაგისტრალზე გაკეთებული გადასასვლელებით სარგებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან გვირაბები წყლით ივსება. ავტობანის მეორე მხარეს, მათ საძოვრები, სათიბი და სახნავი მიწები აქვთ. ასევე, პრობლემაა მოსავლის გამოტანა და დაბინავება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე სოფელ გვიმბალაურში, მოსახლეობას შეხვდნენ. ისინი ადასტურებენ, რომ ეს საკითხი მოუგვარებელია.

"სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემა სხვა სოფლებშიც გვაქვს. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ ზემდგომ ორგანოებს და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოვაგვაროთ", - განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×