რეზონანსი
15.08.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ეს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

"თუ ჩვენ სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს, ვივლი და ჩემს მაჟორიტარულ ოლქში ზურაბიშვილს დავუჭერ მხარს. გასაგებია, რომ უმრავლესობაში მყოფი 116 ადამიანი ერთი გემოვნების ვერ იქნება - ზოგს მოსწონს, ზოგს - არ მოსწონს, მაგრამ არსებობს დისციპლინა, არსებობს გადაწყვეტილება და თუ ერთი გუნდი ვართ, გუნდის გადაწყვეტილებას ყველა ერთად აღვასრულებთ", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია "ქართულმა ოცნებამ" თუნდაც დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა და "ოცნება" ინტრიგებში არ ეხვევა".

"არა მგონია, "ქართულმა ოცნება" დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი. უსუფაშვილი ერთხელ უკვე იყო კოალიციაში და გზები გაიყარა. რამდენჯერ უნდა დაქორწინდნენ და გაიყარონ?! არ მგონია, ეს მოხდეს - ეს არის ჭორი და ინტრიგა! ჩემი აზრით, ჩვენ ან სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს ან საერთოდ არავის. ეს ასე მოხდება", - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×