რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერიამ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა და მშენებელს სხვა, ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ მთვრობის სხდომაზე განაცხადა, ტერიტორია, სადაც ახალი მშენებლობა დაიგეგმა, სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს და ადგილობრივების სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

მერმა ფოტო-მასალაც წარადგინა და აღნიშნა, რომ სასტუმროს „ჩაკვეხება" შუა ადგილზე უნდა მომხდარიყო.

„სამწუხაროა, რომ ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა - ეს გაიპარა, ნებართვა არ უნდა გაცემულიყო! ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ნებართვა არის გაუქმებული. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც ეს კონკრეტული ტერიტორია იყო. შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ადგილმონაცველობას. მინდა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×