ტატა შოშიაშვილი
15.08.2018

 ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრის მონაცემებით, ტერორისტული დაჯგუფებების რიცხვი უტოლდება მათს 2015 წლის მაჩვენებელს, როდესაც მეომართა რაოდენობა 33 ათასს ითვლიდა.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ "ისლამური სახელმწიფო" ბევრად უფრო გამძლე, ძლიერი და სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ვიდრე ამის გააზრება შეეძლოთ ამერიკელ მაღალჩინოსნებს.

დაჯგუფების წევრებს შეუძლიათ იმის თქმა, რომ დღეს მათი რაოდენობა სირიასა და ერაყში თითქმის გაუტოლდა იმ რიცხოვნებას, რამდენნიც იყვნენ თავიანთი არსებობის პიკზე.

მას შემდეგ, რაც ამერიკა და კოალიციის სხვა წევრები ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდნენ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ხდებოდა მათი საკვანძო ლიდერების ლიკვიდაცია, ერაყსა და სირიაში მაინც არის "ისლამური სახელმწიფოს" დაახლოებით 28600-დან 31600-მდე წევრი.

ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, "ისლამური სახელმწიფო" თავისი არსებობის პიკზე, 2015 წელს, ითვლიდა 33000 მეომარს ერაყსა და სირიაში. მაშინ, ტერორისტულ დაჯგუფებას ყოველ თვე ათასობით უცხოელი მეომარი ემატებოდა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად გამოყოფილი იყო 14.3 მლრდ დოლარი, რომელიც დაიხარჯა 24 საჰაერო დარტყმის განსახორციელებლად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის მიერ მიღწეული შედეგები არაერთგავროვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ ისლამური სახელმწიფო, რომელსაც დაკავებული ჰქონდა სირიისა და ერაყის გარკვეული ტერიტორიები, აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მიზანი, რომელიც ითვალისწინებდა დაჯგუფების წევრების რაოდენობის შემცირებას, არ შესრულებულა დიდი წარმატებით.

პირიქით, გენერალურ ინსპექტორს კვარტლური ანგარიშში მოჰყავს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც დღეს ერაყში 17000-მდე "ისლამური სახელმწიფოს" მეომარია.

სირიაში კი 13100-დან 14500-მდე მებრძოლია, რომელთაგან 4-6 ათასი რჩება იმ ტეროტირიებზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დანარჩენები კი, სავარაუდოდ, რჩებიან სირიის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების, რუსეთისა და ირანის, მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

დემოკრატიის დავის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ტომას ჯოსელინი აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერებით ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მეომართა რაოდენობა ერაყსა და სირიაში იმდენივეა, რამდენიც იყო ამერიკისა და კოალიციის მიერ დაწყებული დაბომბვის კამპანიის დასაწყისში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×