რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×