რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) თბილისის მერი კახი კალაძე „ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის არ დასახელების განმარტავს.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების" არჩევნებში ჩართვის შემთხვევაში, „პოლიტიკური სიტუაცია გახურდებოდა და შესაძლოა მას სხვა დატვირთვა მისცემოდა".

„მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი გახდა, საკმაოდ ძლიერი ინსტიტუტი იყო ყველანაირი თვალსაზრისით. თუნდაც ავიღოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით. მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა არის, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად კონსტიტუციას უნდა ვცეთ პატივი. მთავარი არის პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, პრეზიდენტი არის წარმომადგენლობითი.

„შესაბამისად გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიღებული, რა თქმა უნდა ესეც იყო ერთ-ერთ კომპონენტი. ჩვენი კანდიდატის დაყენებით რა თქმა უნდა უფრო გახურდებოდა სიტუაცია და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წასულიყო,"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×