რეზონანსი
15.08.2018

 სახელმწიფო კომპანია “ყვარელრემშენთან”, რომლის მიერ გარემონტებულ ვარკეთილის მეტრო სადგურშიც ჭერი ჩამოინგრა ისევ თანამშრომლობს. „კომერსანტმა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნახა, რომ „ყვარელრემმშენმა“ კიდევ ორი ტენდერი მოიგო.

1) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური:

ტენდერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა 31 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 259 922 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 4 კომპანია იღებდა თუმცა, გამარჯვებული შპს „ყვარელრემმშენია​“, მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი - 235 610 ლარია. კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა აწარმოოს.

2) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:

ტენდერი საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 7 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 126 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტი ისევ შპს „ყვარელრემმშენია“ მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი 107 250 ლარია. ამ შემთხვევაში განარჯვებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის რემონტი უნდა განახორციელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×