(რეზონანსი) როგორ უნდა მივიღო მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღიად აცადებენ, რომ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს ეძებენ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ყველაზე მეტად დააკნინებს და არარაობად აქცევს - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ის საარჩევნო პროცესის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და დარწუნებულია, რომ ამომრჩეველთა იმ ნაწილის მხარდაჭერასაც მოიპოვებს, ვინც დღეს ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობს არ აპირებს.
"არ მაინტერსებს ჩვენი ამომრჩევლის საარჩევნო წარსული და ისტორია - მე მაინტერესებს ჩვენი ამომრჩევლის საარჩევნო მომავალი. ამიტომ ვთვლი, რომ სახელისუფლო თუ ოპოზიციური სპექტრის რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა ეს თემა უნდა გაანალიზოს. მე დაინტერესებული ვარ მათი ხმების მიღებით.
„რაც შეეხება მმართველ გუნდს, მე როგორ უნდა მივიღო მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ღიად აცადებენ, რომ ეძებენ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ყველაზე მეტად დააკნინებს და არარაობად აქცევს. ამას პირდაპირ გვეუბნებიან: - აი, ვაკვირდებით კანდიდატებს და ვინც ყველაზე სუსტი და უუნარო პრეზიდენტი იქნება, მხარს მას დავიჭერთო. ვსაუბრობ სახელისუფლებო გუნდის ლიდერებზე. ამიტომ რანაირად შეიძლება მათი ან მხარდაწერა მინდოდეს ან მახარებდეს ან ვცდილობდე - ეს გამორიცხულია", - ამბობს უსუფაშვილი. „ინტერპრესნიუსთან".