რეზონანსი
15.08.2018

 თურქეთში, იზმირის სასამართლომ ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი შინაპატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც ბრანსონის გათავისუფლებასა და თურქეთის ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდა. 

პასტორი ენდრიუ ბრანსონი 2016 წლის ოქტომბერს ისლამის მქადაგებლის ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა „ფეტოს“ მხარდასაჭერისთვის დააკავეს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში ადანაშაულებს და ტერორისტად მიიჩნევს. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ პასტორი ჯაშუში იყო და მას თურქეთის ხელისუფლების დამხობა სურდა.

ვაშინგტონმა ამის საპასუხოდ ანკარას სანქციები დაუწესა, რამაც თურქეთში ეკონომიკური კრიზისი და ლირის დევალვაცია გამოიწვია. თუკი ამერიკა მიდგომას გაამკაცრებს, ეს შეიძლება ერდოღანის ხელისუფლებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×