რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

მათი შეფასებით, მსგავსი რეპლიკები მედიის წარმომადგენლების მისმართით, მით უმეტეს მოქმედი დეპუტატისგან, მიუღებელია და იმ შემთხვევაში თუ მსგავსი გამონათქვამები მედიის წარმომადგენლების მიმართ კიდევ გაჟღერდება, ქარტია განცხადებას გამოაქვეყნებს.

„საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას, მიუხედავად იმისა, იქნება მათთვის ეს მომაბეზრებელი, მიუღებელი, უხერხული თუ ა.შ. ამგვარი რეპლიკა მით უმეტეს მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც არის მოქმედი დეპუტატი. თუკი დავინახავთ, რომ ეს საკითხი გააქტიურდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჟურნალისტების მიმართ ასეთი არაეთიკური გამონათქვამები და ამგვარი დამოკიდებულება, შესაძლებელია, რომ ვიფიქროთ განცხადების გამოქვეყნებაზე,"- განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ცოტა ტვინი გაანძრიონ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×