(რეზონანსი) ამ დრომდე მძიმეა ტრაპზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მესამე დაშავებულს, კი რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს პალატაში გადაიყვანენ. ისინი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაზა მიქელაძემ მოინახულა.
„გუშინდელი ავარიის შემდგომ მოთავსებულია ორი პაციენტი, ცოლ-ქმარი. ქალბატონის მდგომარეობა არის სტაბილური, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები სახის ძვლებზე და მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. რაც შეეხება მამაკაცს, ის არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მესამე პაციენტი, რომელიც მოთავსებულია ტრაბზონის სახელმწიფო კლინიკაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური," - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ავარია ტრაპიზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა.
ავარიის შესაძლო მიზეზებზე ორი ინფორმაცია გავრცელდა. ერთი მათგანის მიხედვით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, ხოლო მეორეს მიხედვით ის ტელეფონით საუბრობდა.