სოფელ ნაღობილევის მოსახლეობამ თხილზე კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი გადაკეტა. მათი განცხადებით, თხილის მოსავლის განადგურების გამო, წელს გურიას შიმშილი ემუქრება. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სოფელში არც წყალია, არც გაზი, მხოლოდ გზაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანის გამო დააგო. აქციის მონაწილეებს პრეტენზია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აქვთ.
სოფელ ნაღობილევის მოსახლეობის პრეტენზიებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ირაკლი სირაძემ უპასუხა.
„ამ თმასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია, მოსახლეობისგან განცხადებები მივიღოთ, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობას დათვლის და შესაბამის უწყებას გადავუგზავნოთ. თუ გადაწყდება, რომ რაიმე ტიპით ანაზღაურება კომპენსაციის სახით მოხდეს, ჩვენ ამას მივესალმებით,“- განაცხადა ირაკლი სირაძემ.