რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგო საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

„გურიის მოამბის" ინფორმაციით, მეზობლები ვარაუდობენ, რომ მოზარდი შესაძლოა არა „ლურჯ ვეშაპს", არამედ სულ სხვა ახალ ინტერნეტ თამაშს შეეწირა. ის შეიძლოა იყოს ახალი ონლაინ თამაში „მომო", რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

მეზობლები ასევე საუბრობენ თვითმკვლელობის წინ გოგონას დატოვებულ წერილზეც, რომლის შინაარსი მათთვის უცნობია, რადგან გამომძიებლმა წაიღო. ამ დრომდე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×