რეზონანსი
15.08.2018

 (რეზონანსი) საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" მოთამაშე თედო კაკულია ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ეროვნული ლიგა 3-ის მატჩის შემდეგ მოტოციკლით მოძრაობდა, როდესაც კედელს შეასკდა.

„დიდი ტრაგედია მოხდა, არამარტო ჩვენს გუნდისთვის, არამდედ ყველასთვის - ჩვენი გუნდის ფეხბურთელო თედო კაკულია გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ თედოს ოჯახს და დიდ გულისტკენას განვიცდით, მადლობა თედო ყველაფერისთვის" - წერია საფეხბურთო კლუბ „ბორჯომის" განცხადებაში.

23 წლის თედო კაკულია თბილისის „დინამოს" ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. უთამაშია „სამტრედიაში", გასულ სეზონში ირიცხებოდა ზესტაფონის „მარგვეთში", ზაფხულიდან კი - ფოთის „კოლხეთში". კაკულია „ბორჯომში" წელს გადავიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×