რეზონანსი
15.08.2018

 ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე 300-ზე მეტ­მა მღვდელ­მა აშშ-ში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში 1000-ზე მეტ ბავ­შვზე 

იძა­ლადა. ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში, რო­მელ­მაც კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლა. მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნა, და­ახ­ლო­ე­ბით, 900 გვერდს მო­ი­ცავს.

მა­სა­ლა­ში, ბევრ სხვა მტკივ­ნე­ულ ინ­ცი­დენ­ტთან ერ­თად მო­თხრო­ბი­ლია მღვდლის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­მაც გო­გო­ნა და­ა­ორ­სუ­ლა და შემ­დეგ აბორ­ტის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. „გარ­დი­ა­ნის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ამ­ხი­ლეს სა­ეკ­ლე­სიო პირი, რო­მელ­მაც სულ მცი­რე 15 ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 7 წლის იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა იმ­დე­ნად დიდი ხნის წინ მოხ­და, რომ მღვდლე­ბის დას­ჯა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, და­ა­კა­ვეს ორი სა­ეკ­ლე­სიო პირი, რო­მე­ლიც 2010 წლამ­დე რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე აუ­პა­ტი­უ­რებ­და ორ ბავ­შვს.

მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბა ბი­ჭია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად მე­ტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×