
1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ღირებულება 37 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება. პურპროდუქტების მწარმოებელებს აქვთ ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 46 ლარი იქნება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, ადასტურებს, რომ ფასის კიდევ მეტად გაზრდის რეალური მოლოდინი არსებობს. მას აქვს ინფრომაცია, რომ მომავალ კვირას 1 ტომარა ფქვილის ფასი 46 ლარს მიაღწევს, რაც პურის უცილობელ გაძვირებას გამოიწვევს.
"ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მართლა ვერ ვხვდები, ვის და რაში უნდა აწყობდეს ფასის გაზრდა პირველადი დანიშნულების პროდუქტზე. პროცესი, აშკარად მართულია. გაუგებარია ისიც, რატომაა ჟინვალთან ტრაილერების კოლონა ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად შეფერხებული და რატომ გადის ხორბალი საქართველოდან სომხეთში მაშინ", - განუცხადა "რეზონანსს" დოლიძემ.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ 16 აგვისტოს "რეზონანსში"