რეზონანსი
15.08.2018

აშშ-ში, ორეგონში ცხენი, რომელსაც ჩრდილი (Shadow) ჰქვია, „უჩივის“ პატრონს, რომელმაც ის ზამთრის განმავლობაში გარეთ დატოვა და მას არც საჭმელს აძლევდა და არც თავშესაფარს. შემთხვევა გასულ წელს მოხდა და ადგილობრივი სასამართლო მას შემდეგ განიხილავს ამ საქმეს. ცხენი 136 კილოგრამს იწონიდა და ძლიერი ყინვის გამო, მას გენიტალიების ამპუტაცია სჭირდება. 

იურისტი, რომელიც მის უფლებებს იცავს, 100 000 დოლარს მოითხოვს ცხენის პატრონისგან. ეს თანხა ცხენის სამკურნალოდ უნდა დაიხარჯოს. 

2014 წელს ორეგონში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ცხოველებს ისევე მიიჩნევენ ძალადობის მსხვერპლად, როგორც ადამიანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×