რეზონანსი
15.08.2018

 შემოსავლების სამსახური ნავთობიმპორტიორებს საბაჟო დელარაციებში დაფიქსირებულ და სარეალიზაციო ქსელში არსებულ საწავის ფასს „გადაუმოწმებს“. ამ მიზნით უწყება PLATTS -ის ბაზებთან წვდომის უფლებას ყიდულობს, რაც 35 785.04 დოლარი დაუჯდება.

გამარტივებული შესყიდვის უფლება შემოსავლების სამსახურმა უკვე ითხოვა. მაკონტროლებელი განმარტავს, რომ ხშირად ხდება საბაჟო დეკლარაციებში ცვლილებების შეტანაზე მიმართვა, რა დროსაც იმპორტიორები განმარტავენ, რომ საქონლის გაფორმებისას წარდგენილი ინვოისები და მათში დაფიქსირებული საქონლის ფასები არ არის საბოლოო და საქონლის საბოლოო ფასები, ხელშეკრულებების საფუძველზე, განისაზღვრება კონკრეტული პერიოდის მიხედვით Platts -ის European Marketscan -ის რეპორტებში FOB Med (Italy) -ს განყოფილებაში დაფიქსირებულ ნავთობპროდუქტების ფასებზე დაყრდნობით.

"გადამხდელები მტკიცებულებების სახით წარმოადგენენ კორექტირებულ ინვოისებს და „Platts”-ის რეპორტებს, რომლებზეც საბაჟო დეპარტამენტს წვდომა არ გააჩნია და შესაბამისად, ვერ ხერხდება გადამხდელების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლა და გადამოწმება“. - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×