ბიზნესმენი თემურ ჭყონია აზრით, ეკონომიკურად ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება ლარი სულ სტაბილური იყოს. მისი თქმით, ლართან დაკავშირებით უამრავი აზრი არსებობს და გაუფასურებაზე ერთი მოსაზრება არავის გააჩნია.
კითხვაზე როგორ იქცევა, როცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებას იწყებს, ანუ იწყებს თუ არა დოლარის მარაგის შექმნას, ბიზნესმენმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ბიზნესმენები შეშინებული ტიპები არ ვართ და მორალურად ვალუტის გაუფასურებისთვის მზად ვართ; ცოტა შინაგანი ფინტებიც გვაქვს. როგორც ასეთი ვალუტის გაუფასურების დროს, რომ დიდი ოდენობის დოლარს ვყიდულობდეთ, არასწორია. ეს ჩემი აზრით, სარისკოა, თუმცა როცა კარგი კურსია, ცოტა მარაგებს ვიკეთებთ ხოლმე”, - აცხადებს ჭყონია.