რეზონანსი
15.08.2018

 სმიტების სახლი ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, პირველად რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ გააღეს. ისინი მარნეულში რამდენიმე დღეა ცხოვრობენ. უცნობია, შეხვდნენ თუ არა ისინი უკვე სამართალდამცველებს ან მოინდომეს თუ არა საქმის დეტალების გაცნობა.

სმიტების ოჯახის ერთ-ერთი საზრუნავი ახლა გარდაცვლილი შვილის სურვილის ასრულება და მარნეულში სათამაშო მოედნის მოწყობაა. პროექტის შესაბამისი წინადადება მათ მერიაშიც უკვე შეიტანეს. რაიან სმიტის ძმა ამბობს, რომ ოჯახი მერიისგან მხოლოდ მიწის გამოყოფას ითხოვს, სათამაშო მოედნის ღირებულებას კი ის მთლიანად თვითონ იხდის.

მარნეულში სათამაშო მოედნის აშენებას ემხრობიან ადგილობრივები.

მოეწყობა თუ არა მარნეულში სკვერი სმიტების სახელზე, ოჯახისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული. საკითხის მოგვარებაში უკვე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც არიან ჩართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×