რეზონანსი
15.08.2018

 კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო 14-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ვადის გასვლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივდეს.

ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში უკვე რამდენიმე დღეა ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. 14 აგვისტოს რეგიონში სულ მცირე 560 ხანძრის კერა დაფიქსირდა. სტიქიის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად 3 000-ზე მეტი მეხანძრე იბრძვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×