რეზონანსი
15.08.2018

 კულტურის პალატას ახალი ოფისი აქვს, რომელიც კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის შეკრების და მოსაზრებების გაზიარების ადგილი იქნება. როგორც დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ახალი შენობის კეთილმოწობა ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო.

“საოცარი ემოციებით სავსე და ბედნიერი ვარ და ეს არაა მარტო ჩემი სიხარული. ჩემო მეგობრებო, როგორც იქნა ასრულდა დიდი ხნის სურვილი და ოცნება ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების წარმომადგენლებისთვის გვაქვს შეხვედრის ადგილი – მელიქიშვილის ქ. 1 -საქართველოს კულტურის პალატის ახალი ოფისი.

მე, როგორც საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი ბედნიერი ვარ ,რომ მომეცა შესაძლებლობა და ამისრულდა დიდი ხნის ოცნება ქართული კულტურის ახალ დროებას დავუდო საფუძველი .

და მთავარი, კიდევ ერთი დიდი საქმე ძალიან კარგი ადამიანის, ქართული კულტურის უანგაროდ ხელშემწყობის დამსახურებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია ქართველი ხელოვანებისთვის. მადლობა ბატონო ბიძინა სიკეთისათვის”– წერს დავით ოქიტაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×