რეზონანსი
16.08.2018

 "მიკრო კრედიტისა" და მისი მფლობელი კომპანიის "გრინ კაპიტალის" ხელმძღვანელებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. კომპანიას 100-მდე დაზარალებულისთვის 6.5 მილიონი დოლარი აქვს დასაბრუნებელი. ისინი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ თაღლითური სქემით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებმა კუთვნილი თანხა დაკარგეს და ზარალი 6 მილიონ დოლარზე მეტია.

დაზარალებულების თქმით, ყოფილმა დირექტორმა, გივი კორინთელმა "მიკრო კრედიტის" მფლობელი სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალის" წევრებთან ერთად თამასუქარების თანხა მიითვისა და კომპანია გაკოტრებამდე მიყვანა.

"კურიერი" რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის ახლანდელი დირექტორი გაკოტრების მიზეზებზე არ საუბრობს. ახალი ხელშეკრულებების მიუხედავად, გოგა კალანდარიშვილი, დაზარალებულებს კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ვერ ჰპირდება.

სააქციო საზოგადოება "გრინ კაპიტალით" უკვე დაინტერესებულია ფინანსური პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×