ბაზარზე დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან. მეპურეები პრობლემის სათავეს პარლამენტში ხედავენ
თამარ მუკბანიანი
(16.08.2018)

 1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ 44 ლარს მიაღწია. ჯერ კიდევ სამი თვის წინ ღირებულება 37 ლარი იყო. ამჟამინდელი ფასი უკვე კრიტიკულია. მიუხედავად მსოფლიო ბაზრის ტენდენციისა, რომელიც ბოლო პერიოდში გაიაფებისკენაა, საქართველოში ფქვილი ძვირდება. პურპროდუქტების მწარმოებლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 46 ლარი იქნება, რაც პურის მყისიერ გაძვირებას გამოიწვევს.

ობიექტური მიზეზები, რომ ფქვილის ფასმა მოიმატოს, არ არსებობს იმ პირობებში, როცა საქართველოში მოსავლის მიღება-დაბინავების პერიოდია. წელს არცთუ ურიგო მოსავალი მოვიდა და მეზობელ ქვეყნებშიც ამ მხრივ ვითარება ნორმალურია. მაგალითად, რუსეთს, რომელიც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია, ექსპორტზე მარცვლეულის გატანის დიდი ინტერესი აქვს, რადგან რუბლი უფასურდება. ამ ყველა ფაქტორის საპირისპიროდ, საქართველოში პურზე ფასის ზრდის გარდაუვალი მოლოდინია.

ძვირფასო მკითხველო,

ეს სტატია ხელმისაწვდომოა მხოლოდ ხელმომწერთათვის. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

თუ ჯერ არ გაგაჩნიათ აქტიური ხელმოწერა, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან/და გაიაროთ ავტორიზაცია და გააფორმოთ ხელმოწერა.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ხელმოწერის პროცესი, შეამოწმოთ ბალანსი, ასევე მოახდინოთ პერსონალური ინფორმაციის კორექტირება.

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×