რეზონანსი
16.08.2018

 სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ - ასე აფასებს "აიპრესთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებისადმი დღევანდელ მიმართვას.

"რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან მიმართებაში, გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, ჟურნალისტებმა ტვინი, რომ გაანძრიონ რა მოხდება?! რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და არაკორექტული? რომელია უფრო არაკორექტული, როდესაც ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ატყუებს და ნერვებს გვიშლიან, თუ სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი?! ის უბედურება, რომელიც საქართველოში დატრიალდა ამაში ლომის წვლილი ჟურნალისტების დევს. თუ ტვინს გაანძრევენ მათთვის სასიკეთო იქნება. სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×