აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა თვლის, რომ უკვე მოვიდა საქართველოსთან დიალოგის დაწყების დრო.
"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა მე დავიწყე საუბარი დიალოგის რაღაცნაირად წამოწყებისა და ერთობლივ მომავალზე, რადგანაც მეზობელი ერები ვართ და გვერდიგვერდ ცხოვრება ჩვენი ხვედრია.
არა მარტო ჩვენ ქართველებთან, ყველა მეზობელი ერები ომობდნენ. ევროპელებიც ოდესღაც ერთმანეთს ეომებოდნენ. თუმცა შემდეგ ურთიერთობების დალაგების დროც დგება ხოლმე. ვფიქრობ, უკვე მოვიდა საქართველოსთან დიალოგის დაწყების დრო.
ქართველებს მტრებად არ ვთვლი, იქ საქართველოში მეგობრები მყავს. ჩვენს შორის კონფლიქტი მეტწილად პოლიტიკური იყო, ვიდრე ეთნიკური", - განაცხადა შამბამ რადიოსთვის "ეხო მოსკვი" მიცემულ ინტერვიუში.