რეზონანსი
16.08.2018

 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში 2014 წელს პრეზიდენტის სასახლის დანიშნულებაზე წერდა, როდესაც განხილვის საგანი იყო, უნდა შესულიყო თუ არა მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში.

"სრულიად გამაოგნებელია რომ ასეთი ძვირად ღირებული შენობა მიტოვებული იყოს და ამის გასამართლებლად ისმოდეს სრულიად უაზრო არგუმენტები. რომელ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება რომ ნახევარ მილიარდიან სასახლე მიაგდოს და არ გამოიყენოს ? ეს რა არის, რაღაც მდაბიო რევანშიზმის გამოვლინება? "რადგანც სააკაშვილის უაზროდ აშენებულია ამიტომ არ უნდა ვიხმაროთ"!... მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს სინამდვილეში სააკიაშვილის კი არა, ქართველი ხალხის სახსრებით აშენდა (ომის მერე ამერიკისგან გამოყოფილი) და ასე მიტოვება გამოდის ასევე ბიუჯეტის და დახარჯულ თანხების მეორედ ფანჯრიდან გადაგდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×